214 80 26, 214 80 36.

პროდუქცია

KALMATRON-THERMO INTERIOR-2 თბოსაიზოლაციო სალესი მასალა გამოიყენება შიდა კედლების ლესვაში მეორე პირად.

15კგ შეფუთვა = 10.81ლარი.

 

შენიშვნა.

ორივე ფენის დატანის შემდეგ შესაძლებელია ნებისმიერი მოპირკეთების განხორციელება:

- შეღებვა;

- ე.წ. ბრიზგი, ესპანკა და ა.შ.

KALMATRON – THERMO INTERIOR-2  მაღალი ხარისხის შიდა კედლების მოსაპირკეთებელი მასალა რომელიც დამზადებულია თაბაშირის ბაზაზე, გააჩნია მაღალი ადგეზიის (შეჭიდების) თვისებები და გამოიყენება მეორე ფენად, ანუ დაიტანება KALMATRON-THERMO INTERIOR-1-ით დამუშავებულ ზედაპირზე 0.2 დან 0.4 მმ - დე სისქით.

სურვილიდან გამომდინარე სისქის დამატების შემთხვევაში შესაძლებელია სხვადასხვა ზედაპირის (ფაქტურის) მიღება. იმ შემთხვევაში თუ გინდათ მიიღოთ იდეალურად სწორი და სუფთა ზედაპირი -KALMATRON-THERMO INTERIOR-2-ის კედლებზე დატანისა და გაშრობის შემდეგ უნდა გაიხეხოს და დაიგრუნტოს.

KALMATRON-THERMO INTERIOR-2 - ის მეორე ფენად დატანის და გაშრობის შემდეგ ერთგვაროვანია უცხო ჩანართებისა და ბზარების გარეშე. შედეგად მიიღება:

• ნესტმედეგობა;

• ტენშთანქმა, ანუ გამორიცხავს კონდენსატის გაჩენას;

• არ იჩენს ბზარებს, არ სკდება.

• KALMATRON- THERMO INTERIOR- 2-ით დამუშავებული ზედაპირის შეღებვისას საღებავი მასალის ხარჯი, როგორც მინიმუმ 30% მცირდება, ვინაიდან KALMATRON –THERMO INTERIOR-2-ი ფაქტობრივად შეწოვას არ ახდენს.

გამოყენების ტექნოლოგია: KALMATRON-THERMO INTERIOR-2-ი დაიტანება KALMATRON-THERMO INTERIOR-1 დატანილ ზედაპირზე მისი გაშრობის შემდეგ. ხანგრძლივი ექსპლუატაციის ვადა: 10-25 წელი;

ხსნარის მომზადების ტექნოლოგია:

• სუფთა ჭურჭელში წყლის ჩასხმის შემდეგ იყრება ფხვნილი და მიქსერით ირევა სასურველი მასის (კონსისტენციის) მიღებამდე.

• მიღებული ხსნარი მეორე ფენად დაიტანება KALMATRON-THERMO EXTERIOR-1-ით დამუშავებულ ზედაპირზე.

• შემდგომი სამღებრო სამუშაოების გაგრძელება შესაძლებელია მხოლოდ დატანილი მეორე ფენის გაშრობის შემდეგ.

ეკოლოგიურად სუფთა, ქართული მასალა.

შენიშვნა: თვალში მოხვედრის შემთხვევაში სუფთა წყლით ჩამოიბანეთ. საჭიროების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

მასალის ხარჯი: 0.75კგ-0.80კგ/მ2.

სამუშაო იწარმოება (+5С) – (+35С).

შენახვის ვადა - 12 თვე.

მისამართი: თბილისი, გურამიშვილის გამზირი 12-ა, კორპუსი 5.

www. Kalmatrongeorgia.ge

Tel: (032) 214 80 26, 214 80 36.