ეტაპობრივი დამუშავების ტექნოლოგია.

ეტაპობრივი დამუშავების ტექნოლოგია.


სარდაფების და მიწისქვეშა ავტოფარეხების დამუშავების ტექნოლოგია.


ეტაპი 1.

პირველ რიგში იხსნება ვერტიკალური და ჰორიზონტალური ღარები (შეერთება კედელი-კედელი;  კედელი - იატაკი) და ლოკალურად ე.წ. კავერნები.


ეტაპი 2.

მონოლითური ბეტონის კედლებიდან ბეტონის ქვის ჯაგრისის გამოყენებით ბეტონის ზედაპირიდან უნდა მოიხსნას ე.წ. ბეტონის პლიონკა 1-2 მმ სისქით.


ეტაპი 3.

ბეტონის კედლის მთლიანი ზედაპირი უნდა მოირეცხოს მაღალი წნევის კერხერის გამოყენებით (150-180 ბარი) რაც უზრუნველყობს ფორების მაქსიმალურად გახსნას და შემდგომ შეღწევადი მოქმედების ჰიდროსაიზოლაციო მასალის ღრმად შეღწევას ბეტონის სიღრმეში სადაც შემდგომ დროის განმავლობაში ხორციელდება კალმატაციის პროცესი.


ეტაპი 4.

სასურველია ვერტიკალურ და ჰორიზონტალურ ახლად გახსნილ ღარებში ჩაყენდეს ჰიდროშნური. 


ეტაპი 5.

ღარები სადაც დამონტაჟდება ჰიდროშნური უნდა ამოივსოს KALMATRON-N მასალით. 
ALMATRON-N გააჩნია თვითგაფართოების თვისებები და მიკრონის დონემდე ავსებს ღარებს. 
ALMATRON-N კონსისტენცია უნდა იყოს პლასტილინივით და იმით ამოივსოს.
როცა მოშრება, დამატებით ფუნჯით ესმევა თხელი კისელის კონსისტენციის ALMATRON-N - რაც გამორიცხავს ბზარების გაჩენას.


ეტაპი 6.

მორეცხილი ბეტონის ზედაპირი თავდაპირველად უნდა დაიგრუნტოს KALMATRON-E ხსნარით რომელიც მზადდება შემდეგი რეცეფტით: 
KALMATRON-E იყრება ვედროში და პატარა დოზირებით ზავდება წყალში და ამავდროულად დაბალ ბრუნვაზე ირევა მიქსერით და მიიღება თხელი კისელის კონსისტენცია.
აუცილებელი პირობა: მიღებული ხსნარი ხშირად საჭიროებს მორევას რათა აქტიური რეაგენტი არ დაილექოს.


ეტაპი 7.

დაგრუნტვის შემდეგ ბეტონის ზედაპირზე დაეტანება 2 ფენა KALMATRON-E პრინციპით "სველი სველზე", ანუ პირველი ფენა არ უნდა გაშრეს და ეგრევე მეორე უნდა წაესვას.


ეტაპი 8.

იმ შემთხვევაში თუ კი სარდაფი, ან მიწისქვეშა ავტოფარეხი ბლოკით არის ამოშენებული, იმ შემთხვევაში საკმარისია ბლოკი გაილესოს KALMATRON-D მინარევი ქვიშა-ცემენტის ხსნარის (200 კგ მასას ემატება 2 კგ KALMATRON-D - 200 კგ შედგება ცემენტი 50 კგ + გაცრილი ქვისა 150 კგ);


ეტაპი 9.

ახალგალესილი ზედაპირი როგორც კი მოშრება, მაკლავიცით ან ჩოთქით დაეტანება 2 ფენა KALMATRON-E პრინციპით "სველი სველზე".  


ეტაპი 10.

როცა კედლების დამუშავება მორჩება - იატაკზე ისხმევა KALMATRON-D მინარევი მოჭიმვა სადაც KALMATRON-D დანამატის სახით ემატება 6-10 კგ/მ3.



აღნიშნული ტექნოლოგიით დამუშავებული სარდაფი, ავტოფარეხი მრავალი ათწლეული იქნება მშრალი.


მასალის სავარაუდო ხარჯი:

KALMATRON-D
ბეტონში / მოჭიმვაში მინარევის სახით 6-10 კგ/მ3;
ლესვისას 2 კგ/50 კგ ცემენტში;


KALMATRON-E
მასალის ხარჯი დამოკიდებულია ჩასხმული ბეტონის მდგომარეობაზე.
ბეტონის ზედაპირზე წასმის სახით 4-6 კგ/მ2;
კავერნების ამოსავსებად დამატებით იქნება ხარჯი მდგომარეობიდან გამომდინარე;
ხოლო გალესილ ზედაპირზე და მოჭიმვაზე წასმისას მასალის ხარჯი შეადგენს 1.5-2.0 კგ/მ2;


KALMATRON-N
მასალის ხარჯი დამოკიდებულია გახსნილი ღარების სიგანე და სიღრმისგან და სავარაუდო ხარჯი მერყეობს 1-3 კგ/გრძ.მ.

=============================================================================================


ჩვენი კომპანიის მიერ არის შესრულებული ჰიდროსაიზოლაციო სამუშაოები:

- საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში;

- ქუთაისის იუსტიციის სახლი;
- ოზურგეთის იუსტიციის სახლი;
- ზუგდიდის იუსტიციის სახლი;

- ბორჯომის სასმელი წყლის საცავი - 2 500 მ3 მოცულობით;
- ქობულეთის სასმელი წყლის საცავი - 25 000 მ3 მოცულობით;
- თელავის წყალსაცავი - 2 000 მ3 მოცულობით;
- ლაგოდეხის წყალსაცავი 600 მ3 მოცულობით;

- სასტუმრო რედისონ-წინანდალის შახტები;

- მრავალი აღდგენითი სამუშაოები ეკლესიებში;

 და მრავალი სხვა ობიექტები.