KALMATRON-E - შეღწევადი მოქმედების ჰიდროსაიზოლაციო მასალა. ფასი.

KALMATRON-E - შეღწევადი მოქმედების ჰიდროსაიზოლაციო მასალა. ფასი.

KALMATRON-E ნესტი-სოკო-წყალმედეგი ეკოლოგიურად სუფთა სამშენებლო მასალა თქვენი ჯანმრთელობის სადარაჯოზე.

 

KALMATRON-E გამოიყენება როგორც ჰიდროსაიზოლაციო მასალა წყლის, ნესტისა და სოკოს საწინააღმდეგოდ როგორც წასმის სახით, ასევე როგორც შემავსებელი მასალა.

 • წასმის სახით გამოყენებისას ხსნარის კონსისტენცია უნდა იყოს როგორც თხელი კისელი.  ხსნარი მზადდება ტაშტში / ვედროში სადაც იყრება 3 - 4 კგ KALMATRON-E-ს ფხვნილი და პატარა დოზირებით ემატება / ზავდება წყლით. მორევის პროცესი ხორციელდება მიქსერის გამოყენებით (1-2 წთ დაბალ სიჩქარეზე).  

 • სქელი კონსისტენციის ხსნარით ხორციელდება ღარების ამოვსება შემდეგნაირად: თავდაპირველად მაკლავიცით ხორციელდება პირველი ფენის დატანა, ხოლო შემდეგ მთლიანი ღარი უნდა ამოივსოს  ნებისმიერი მოხერხებული ხელსაწყოს გამოყენებით (თუნდაც ხელით).   
  

• იმ შემთხვევაში თუ წყლის დინების ფილტრაცია დიდი წნევით ხორციელდება,  ამ შემთხვევაში კონსულტაციის გავლის მიზნით დაგვიკავშირდით, ან მოგვწერეთ და ჩვენი სპეციალისტები გაგცემებ  კვალიფიციურ რჩევას..

 

ყურადღება.

როგორც წესი, წყლის ფილტრაციის (შედინების) პრობლემა სხდასხვაგვარია, შესაბამისად მასალის ხარჯიც ყოველჯერზე სხვადასხვა იქნება.

 

ვარიანტი 1.

KALMATRON-E - გამოყენების ტექნოლოგია წასმის სახით.

1. დასამუშავებელ ზედაპირზე წასმის წინ ფორები უნდა გაიხსნას რკინის ჯაგრისის, პერფორატორის, ან სხვა მოხერხებული ხელსაწყოს გამოყენებით.

2. ფორების გახსნის შემდეგ ზედაპირი უნდა მოირეცხოს.

3. მორეცხვის შემდეგ ზედაპირი უნდა დაიგრუნტოს KALMATRON-E ხსნარით (1: 4 kalmatron-წყალთან შეფარდებით).

4. დაგრუნტული ზედაპირი  დაგრუნტვიდან არაუგვიანეს 10 წუთში უნდა დამუშავდეს KALMATRON-E ხსნარით.

5. KALMATRON-E-თი დამუშავებული ზედაპირი განსაკუთრებით პირველი 6-10 საათის განმავლობაში რამოდენიმე ჯერ უნდა დაინამოს (მოირწყას), ხოლო მორწყვის პროცესი უნდა გაგრძელდეს 72 საათის განმავლობაში.

 

ხსნარის დამზადების და წასმის პროცესი შეგიძლიათ იხ. საიტზე განთავსებულ ვიდეოზე.

წასმის სახით მასალის ხარჯი 2.0-3.0კგ/მ2.

გარანტირებული შედეგის მისაღწევად აუცილებელია დამუშავების ტექნოლოგიის სრული დაცვა.

 -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

 ვარიანტი 2.

წყალსაცავების დამუშავების ტექნოლოგია

1. ბეტონის ზედაპირზე არსებული ცივი ნაკერები, კედელ - კედელ და კედელ - იატაკ შორის ვერტიკალური და ჰორიზონტალური კუთხეები (ე წ სტიკები) უნდა გაიხსნას პერფორატორის გამოყენებით 3 - 4 სმ სიღრმით.

2. დასამუშავებელი ბეტონის  ზედაპირზე ფორები უნდა გაიხსნას რკინის ჯაგრისის, პერფორატორის, ან სხვა მოხერხებული ხელსაწყოს გამოყენებით.

3. დამუშავებული ზედაპირი უნდა მოირეცხოს კერხერის გამოყენებით.

4. მორეცხვის შემდეგ გახსნილი ღარები და დასამუშავებელი ზედაპირი უნდა დაიგრუნტოს KALMATRON-N ხსნარით (პროპორციით 1:3, ანუ 1 ჭიქა KALMATRON-N უნდა გაზავდეს 3 ჭიქა წყალში).

5. დაგრუნტული ღარები არაუგვიანეს 15-20 წუთში უნდა ამოივსოს KALMATRON-E-ს ზამასკასებური მასით.

6. KALMATRON-E-თი დამუშავებული ზედაპირი განსაკუთრებით პირველი 6-10 საათის განმავლობაში ინტენსიურად უნდა დაინამოს (მოირწყას), ხოლო მორწყვის პროცესი უნდა გაგრძელდეს მინიმუმ 72 საათის განმავლობაში.

 

მასალის ხარჯი წყლის  ფილტრაციის ინტენიურობაზე და წნევაზე არის დამოკიდებული და მერყეობსს 10კგ-20კგ/მ2  და უფრო მეტიც.

გარანტირებული შედეგის მისაღწევად აუცილებელია დამუშავების ტექნოლოგიის სრული დაცვა.

 

ყურადღება.

ვინაიდან KALMATRON-ის უნიკალური თვისება გამოიხატება ფოროვან მასალებში (ბეტონი, ბლოკი, აგური) შეღწევადობით, სადაც KALMATRON-ის ქიმიური რეაგენტები სიღრმეში ახორციელებენ კალმატაციას (ანუ ბეტონში / მოჭიმვაში / ნალესში არსებული ფორების ჩაკეტვას), შესაბამისად, გამოყენების წინ უნდა დარწმუნდეთ, რომ არსებულ ბეტონში / მოჭიმვაში, ნალესში რომელიც დასამუშავებელია, მინარევის სახით არ იყო გამოყენებული მასალა, რომლის ქიმიური მონაცემები შესაძლოა KALMATRON-თან შეუთავსებადი იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში KALMATRON-ი ვერ განახორციელებს ბეტონის ფორებში შეღწევადობას და შესაბამისად შედეგი ვერ იქნება მიღწეული. 

ზომა ფასი
8.0kg 60.00 GEL
25.00 kg 125.00 GEL