214 80 36; 593 10 94 64

info@kalmatrongeorgia.ge

პროდუქცია

Hidroplast UV

23kg - 320₾

  3kg - 45₾

Hidroplast UV- წარმოადგენს ერთკომპონენტიან, ელასტიურ თხევად მემბრანას, რომელიც  გადახურვებზე და გარესამუშაოებებისთვის გამოიყენება. ყინვაგამძლე (-30გრდ) და მზემედეგი (+55გრდ).  გაშრობის შემდეგ   წყალშეუღწევადი და ორთქლგამტარ მემბრანად იქცევა, რომელსაც ნაკერები არ გააჩნია.

გამოიყენება როგორც წყალმედეგი და დეკორატიული საფარი ვერტიკალურ და ჰორიზონტალურ ბეტონის, ბიტუმის, ცინკის, შიფერის და ალუმინის ზედაპირზე, აგრეთვე  ტერასებზე და აივნებზე.      

გამოყენების ინსტრუქცია: ზედაპირი მთლიანი და სუფთა უნდა იყოს (ჭუჭყი, ლაქა, ზეთი). საჭიროების შემთხვევაში  ზედაპირი ანტიბაქტერიული ხსნარი Fungi-თ უნდა დამუშავდეს. Hidroplast UV-ს ორი ფენა უნდა წაესვას ჩოთქით, ან გორგოლაჭით(ვალიკით). მეორე ფენის წასმა ხორციელდება იმის შემდეგ, როცა წებოვნება არ ექნება და არაუგვიანეს 24 საათისა პირველი ფენის წასმის შემდეგ. ორი ფენის წასმის შემდეგ გასაფრთხილებელია მექანიკური ზემოქმედებისაგან.

 მასალის ხარჯი: 1.5 – 3 კგ/კვ.მ. (ორო ფენა).

იმპორტიორი კომპანია: შპს POLYLINE LTD, თბილისი, გურამიშვილის გამზ. 12-ა, კორპ. 5.

ტელ:  214 80 36,   555 78 98 80.