214 80 26, 214 80 36.

kalmatrongeorgia@gmail.com

პროდუქცია

KALMATRON-E - შეღწევადი მოქმედების ჰიდროსაიზოლაციო მასალა. ფასი.

  • 10კგ შეფუთვა - 35.00 GEL/შეფუთვა,     ანუ  3.50 GEL/kg  
  • 25კგ შეფუთვა - 70.00 GEL/შეფუთვა,     ანუ  2.80 GEL/kg    

KALMATRON-E ნესტი-სოკო-წყალმედეგი ეკოლოგიურად სუფთა სამშენებლო მასალა თქვენი ჯანმრთელობის სადარაჯოზე.

 

KALMATRON-E გამოიყენება როგორც ჰიდროსაიზოლაციო მასალა წყლის, ნესტისა და სოკოს საწინააღმდეგოდ როგორც წასმის სახით, ასევე როგორც შემავსებელი მასალა.

 

• წასმის სახით გამოყენებისას ხსნარის კონსისტენცია უნდა იყოს როგორც თხელი კისელი, ანუ 1კგ ფხვნილში ემატება 160-180მილიგრამი წყალი. მორევის პროცესი მიქსერით ხორციელდება ერთგვაროვანი მასის მიღებამდე (1-2 წთ დაბალ სიჩქარეზე).

აუცილებელი პირობაა - ზედაპირი წასმის წინ აუცილებლად უნდა მოირწყას (ან დაინამოს);

 

• ამოვსების პროცესი ხორციელდება ნებისმიერი მოხერხებული ხელსაწყოთი (თუნდაც ხელით).

 

ამ შემთხვევაში 1კგ მასალაში ემატება 100-120 მილიგრამი წყალი და მორევის პროცესი ხორციელდება მიქსერის გამოყენებით ერთგვაროვანი მასის მიღებამდე (1-2წთ დაბალ სიჩქარეზე).

• იმ შემთხვევაში თუ წყლის დინების ფილტრაცია დიდი წნევით ხორციელდება კონსულტაციის გავლის მიზნით დაგვიკავშირდით, ან მოგვწერეთ.

 

ყურადღება.

როგორც წესი, წყლის ფილტრაციის (შემოდინების) პრობლემა სხდასხვაგვარია, შესაბამისად მასალის ხარჯიც ყოველჯერზე სხვადასხვა იქნება.

 

ვარიანტი 1.

KALMATRON-E - გამოყენების ტექნოლოგია წასმის სახით.

1. დასამუშავებელ ზედაპირზე წასმის წინ ფორები უნდა გაიხსნას რკინის ჯაგრისის, პერფორატორის, ან სხვა მოხერხებული ხელსაწყოს გამოყენებით.

2. ფორების გახსნის შემდეგ ზედაპირი უნდა მოირეცხოს.

3. მორეცხვის შემდეგ ზედაპირი უნდა დაიგრუნტოს KALMATRON-E ხსნარით (პროპორციით 1:4).

4. დაგრუნტულ ზედაპირზედაგრუნტვიდან არაუგვიანეს 10-15 წუთისა უნდა დამუშავდეს KALMATRON-E.

5. KALMATRON-E-თი დამუშავებული ზედაპირი განსაკუთრებით პირველი 6-10 საათის განმავლობაში რამოდენიმე ჯერ უნდა დაინამოს (მოირწყას), ხოლო მორწყვის პროცესი უნდა გაგრძელდეს 72 საათის განმავლობაში.

 

ხსნარის დამზადების და წასმის პროცესი შეგიძლიათ იხ. საიტზე განთავსებულ ვიდეოზე.

წასმის სახით მასალის ხარჯი 2- 3კგ/მ2.

გარანტირებული შედეგის მისაღწევად აუცილებელია დამუშავების ტექნოლოგიის სრული დაცვა.

 

 

ვარიანტი 2.

KALMATRON-E - გამოყენებით წყლის დინების შეჩერების ტექნოლოგია.

1. ბეტონის ზედაპირზე არსებული ცივი ნაკერები, კედელ და იატაკ შორის ვერტიკალური და ჰორიზონტალური კუთხეები (სტიკები) უნდა გაიხსნას პერფორატორის გამოყენებით.

2. დასამუშავებელ ზედაპირზე ფორები უნდა გაიხსნას რკინის ჯაგრისის, პერფორატორის, ან სხვა მოხერხებული ხელსაწყოს გამოყენებით.

3. დამუშავებული ზედაპირი წყლით უნდა მოირეცხოს (სასურველია მაღალი წნევით კერხერის გამოყენებით).

4. მორეცხვის შემდეგ გახსნილი ღარები და დასამუშავებელი ზედაპირი უნდა დაიგრუნტოს KALMATRON-E ხსნარით (პროპორციით 1:4).

5. დაგრუნტვის შემდეგ არაუგვიანესი 10-15 წუთისა დაგრუნტული ადგილები უნდა ამოივსოს KALMATRON-E მასით.

6. KALMATRON-E დამუშავებული ზედაპირი განსაკუთრებით პირველი 6-10 საათის განმავლობაში ხშირად უნდა დაინამოს (მოირწყას), ხოლო მორწყვის პროცესი უნდა გაგრძელდეს 72 საათის განმავლობაში.

 

ხსნარის დამზადების და დამუშავების პროცესი შეგიძლიათ იხ. ვიდეოზე, რომელიც განთავსებულია საიტზე.

მასალის ხარჯი წყლის ფილტრაციაზეა დამოკიდებული და შეადგენს 6კგ-9კგ/მ2 (შესაძლებელია უფრო მეტიც).

გარანტირებული შედეგის მისაღწევად აუცილებელია დამუშავების ტექნოლოგიის სრული დაცვა.

 

ყურადღება.

ვინაიდან KALMATRON-ის უნიკალური თვისება გამოიხატება ფოროვან მასალებში (ბეტონი, ბლოკი, აგური) შეღწევადობით, სადაც KALMATRON-ის ქიმიური რეაგენტები ბეტონის სიღრმეში ახორციელებენ კალმატაციას (ანუ არსებული ფორების ჩაკეტვას), შესაბამისად, გამოყენების წინ უნდა დარწმუნდეთ, რომ არსებულ ბეტონში, რომელიც დასამუშავებელია, მინარევის სახით არ იყო გამოყენებული მასალა, რომლის ქიმიური მონაცემები შესაძლოა KALMATRON-თან შეუთავსებადი იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში KALMATRON-ი ვერ განახორციელებს ბეტონის ფორებში შეღწევადობას და შესაბამისაც შედეგი ვერ იქნება მიღწეული.

 

ფასები: