214 80 26, 214 80 36.

kalmatrongeorgia@gmail.com

პროდუქცია

ბეტონის გამამყარებელი Упрочнитель бетона,

ბეტონის გამამყარებელი “УПРОЧНИТЕЛЬ БЕТОНА”

 

იატაკისა და ბეტონის კონსტრუქციების გამამყარებელი, რომელიც ბეტონის ზედაპირზე დატანის შემდეგ ამცირებს მტვრის გამოყოფას.

 

 

მასალის ხარჯი: 3-5მ2/ლიტრი.

 

მზა მასალის შენახვის ვადა: 3 თვე.

 

მწარმოებელი: WWW.KALMATRONGEORGIA.GE

 

 

“УПРОЧНИТЕЛЬ БЕТОНА” გამოირჩევა დამუშავების სიმარტივით, ვინაიდან დამუშავებისთვის საჭიროა:

 

წასმის წინ ზედაპირის მომზადება:

 

ბეტონის ზედაპირის დასუფთავება ხორციელდება მორეცხვით ან მშრალად ტვერსასრუტით.

იმ შემთხვევაში თუ ზედაპიზე აღენიშნება მჟავის ლაქები ან სხვა ორგანული ნივთიერებები, ზედაპირის ნეიტრალიზება უნდა განხორციელდეს სხვადასხვა ხსნარების გამოყენებით PH 10 და მეტი მაჩვენებლებით 20-30 წუთის განმავლობაში.ამის შემდეგ ხსნარების ნარჩენი წყლით კარგად უნდა მოირეცხოს.

 

Упрочнитель бетона-ს ხსნარის დატანა შესაძლებელია როგორც მშრალ, ასევე ნამიან ზედაპირზე.

ხსნარის დატანის ტექნოლოგია.

დატანის წინ ხსნარი უნდა მოირიოს. ხსნარი ისხმევა მთლიან დასამუშავებელ ფართზე და ასეთ მდგომარეობაში უნდა იყოს 45-60 წუთის განმავლობაში. სითხე თანაბრად ნაწილდება ფუნჯით რომელსაც რბილი ჯაგრისი აქვს. ამ პერიოდში საჭიროა დაკვირვება რათა ზედაპირზე გუბეები არ გაჩნდეს ან არ დააკლდეს ზედაპირზე სითხე. ამისათვის უნდა განხორციელდეს სითხის გადანაწილება. მასალის განაწილება უნდა ხორციელდებოდეს მუდმივად და თანაბრად, ვინაიდან ეს ხელს უწყობს მასალის შეღწევადობას ბეტონში.

 

ზედმეტი მასალის მოცილება ხორციელდება 45-60 წუთის შემდეგ, როცა ზედაპირი სრიალა და წებვადი, ხოლო  შეხებით გელემაგვარი, ზედაპირი წყლით მსუბუქად უნდა დაინამოს. წყალი ხსნის მასალას და ხელს უწყობს ბეტონში შეღწევადობას. დაახლოებით 20 წუთის შემდეგ როცა ზედაპირი სრიალა გახდება - აუცილებელია ამ პერიოდში თანაბრად გადანაწილდეს მასალა ზედაპირზე. ზედაპირი ცივი წყლით კარგად უნდა მოირეცხოს. ზედმეტი მასალის მოსაშორებლად შესაძლებელია გამოყენებულ იქნას სამრეწველო მრეცხავი ტვერსასრუტი.

 

დატანის პროცესის დასრულება.

ზედმეტი მასალის მოშორების შემდეგ ზედაპირი საგულდაგულოთ უნდა გააშროთ რეზინის (ракля)-ს გამოყენებით. ზედაპირი ისე უნდა გამოიყურებოდეს თითქოსდა ახლად გარეცხილი ბეტონის ზედაპირი. თუკი ზოგადგილები სრიალა დარჩა, ეს იმის მანიშნებელია რომ ბეტონის ზედაპირზე ზედმეტი მასალაა დარჩენილი. ასეთი ადგილები საჭიროა ხელმეორედ მოირეცხოს ცივი წყლით. წინააღმდეგ შემთხვევაში ბეტონის ზედაპირზე გაჩნდება თეთრი ლაქები რომლის მოშორება შესაძლებელია მშრალი აბრაზიული დამუშავებით, ან მაღალი წნევის წყლის ჭავლით.

 

შენიშვნა:

დაუშვებელია მასალის დატანა + 5°С დაბლა.

გამოყენება რეკომინდირებულია ქვიშა-ცემენტის მოჭიმვაზე რომლის სიმტკიცე არანაკლებ 200 მარკაა. იმის გამო, რომ მზგავს მასალებს მაღალი ფოროვანობა გააჩნია, შესაბამისად მასალის ხარჯი შეადგენს როგორც მინიმუმ 300 მილიგრამი/მ2.

ექსპლუატაცია.

აღნიშნული ტექნოლოგიით დამუშავებული ბეტონის იატაკის ექსპლუატაცია მცირე დატვირთვით შესაძლებელია 24 საათის შემდეგ.

იატაკის რეცხვა დასაშვებია 14 დღის შემდეგ, ხოლო სრული დატვირთით ექსპლუატაცია შესაძლებელია დატანიდან 28 დღის შემდეგ.