555 930 899, 593 109 464, 214 80 36, 214 80 26.

kalmatrongeorgia@gmail.com

პროდუქცია

წყალსაცავების შიდა მხრიდან დამუშავების გამარტივებული ტექნოლოგია.

წყალსაცავების ჰიდროსაიზოლაციო დამუშავება შიდა მხრიდან მარტივი ტექნოლოგიის გამოყენებით.

1. ლაგუნდას (ე.წ. ბოლგარკა) გამოყენებით სუფთავდება არსებული ბეტონის ზედაპირი.

2. ვერტიკალური და ჰორიზონტალური შეერთებები ე.წ."სტიკები", ასევე ცივი ნაკერები იჭრება ე.წ. ბოლგარკის მეშვეობით და მორეცხვის მერე მუშავდება (ივსება) "Kalmatron-შოვნის"  გამოყენებით.  აგრეთვე შესაძლებელია   ორკომპონენტიანი მემბრანული ჰიდროსაიზოლაციო მასალებით Kalmatron-Elastic + Hidro Tape, ან სხვა ორკომპონენტიანი მემბრანული ჰიდროსაიზოლაციო მასალით დამუშავდეს.

3. არსებულ ბეტონის ზედაპირზე იჭიმება სალესი ბადე.

4. ბადეს მოჭიმვის შემდეგ ბეტონის ზედაპირი Kalmatron-D ხსნარით იგრუნტება.

5. დაგრუნტვის შემდეგ ბეტონის ზედაპირი ილესება Kalmatron-D მინარევი ქვიშა-ცემენტის ხსნარით.

6. ახლადშელესილ ზედაპირზე წასმის სახით ესმევა Kalmatron-E ხსნარი ჩოთქით, მალკით, ფუნჯით, ან გამაბრქვევებელი დამბაჩის გამოყენებით.

7. მიღებული ზედაპირი 72 საათის განმავლობაში უნდა დაინამოს.

8. ხოლო იატაკზე დაისხმევა მინიმუმ 10 სმ სისქის Kalmatron-D მინარევი ბეტონი.

 

აღნიშნული ტექნოლოგიით დამუშავებული წყალსაცავი მრავალი წლები იქნება საიმედოდ დაცული წყლის გაჟონვისაგან.

 

კითხვების გაჩენის შემთხვევაში დაგვიკავშირდით და ჩვენი კომპანიის სპეციალისტები გაგიწევენ კვალიფიციურ კონსულტაციას.